როგორც მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტიმ უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ ანდრეი შევჩენკოს გაშვებას აპირებს და ამის მიზეზად მისი სათამაშო ტაქტიკისთვის მორგების შეუძლებლობა დაასახელა. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, ცნობილმა საინფორმაციო სააგენტომ Sky Sports News-მა გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინელით მისი მშობლიური კლუბი, კიევის "დინამო" დაინტერესდა.
|