ნავიგაცია




 
ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ, ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, 5 სექტემბერს ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს.
საგულისხმოა, რომ კაპელოს რჩეულთა შორის “მანჩესტერ იუნაიტედის” კარის დარაჯი ბენ ფოსტერიც მოხვდა, რომელსაც მანჩესტერული კლუბის თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი, საუკეთესო ინგლისელ მეკარედ მიიჩნევს. 
შემადგენლობაშია “ლოს ანჯელეს გელექსის” ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი, ვისაც კაპელო მსოფლიოს ჩემპიონატზე წაყვანის მთავარ პირობად კარიერის ევროპაში გაგრძელებას უყენებს. ის ერთადერთი ლეგიონერია, რომელიც მომავალი მატჩისათვის ინგლისელთა ბანაკში მოხვდა. სამაგიეროდ, კაპელოს რჩეულთა შორის არაა ამა წლის ზაფხულში “ნიუკასლიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასული თავდამსხმელი მაიკლ ოუენი.
Reuters-ის ცნობით, კაპელომ არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა:
მეკარეები: ბენ ფოსტერი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), რობერტ გრინი (“ვესტ ჰემი”), პოლ რობინსონი (“ბლექბერნი”);
მცველები: გლენ ჯონსონი (“ლივერპული”), უეს ბრაუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), მეტიუ აპსონი (“ვესტ ჰემი”), ჯონ ტერი, ეშლი კოული (ორივე “ჩელსი”), ჯოლეონ ლესკოტი, უეინ ბრიჯი (ორივე “მანჩესტერ სიტი”);
ნეხევარმცველები: გარეტ ბერი, შონ რაიტ-ფილიპსი (ორივე “მანჩესტერ სიტი”), დევიდ ბექჰემი (“ლოს ანჯელეს გელექსი”, აშშ), მაიკლ კერიკი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), სტივენ ჯერარდი (“ლივერპული”), ფრენკ ლემპარდი (“ჩელსი”), აარონ ლენონი (“ტოტენჰემი”), ჯეიმს მილნერი, ეშლი იანგი (ორივე “ასტონ ვილა”);
თავდამსხმელები: კარლტონ კოული (“ვესტ ჰემი”), პიტერ კრაუჩი, ჯერმეინ დეფო (ორივე “ტოტენჰემი”), ემილ ჰესკი (“ასტონ ვილა”), უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”). 
ინგლისელები ხორვატებს 9 სექტემბერს ლონდონში დაუხვდებიან და ფრის შემთხვევაშიც კი, მე-6 შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული ექნებათ. კაპელოს გუნდს 7 თამაშიდან ქულათა მაქსიმუმი აქვს (21) და ამდენივე შეხვედრის მქონე ხორვატიას მთელი 7 ქულით უსწრებს, ხოლო მესამე ადგილზე მყოფმა უკრაინამ, 6 თამაშის შემდეგ 11 ქულა მოაგროვა. 




სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 3.145.69.255
საიტზე ხარ: დღე
საათი : 11:00 AM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK