ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისი აზრით დიდი დროგბა იმის გამო, რომ ლიდერის თვისებებით გამოირჩევა "ლივერპულელ" ფერნანდო ტორესზე ძლიერია.
"მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ამჟამად დიდიე დროგბაა. მე ის იბრაჰიმოვიჩს, ეტო'ოსა და ფერნანდო ტორესს მირჩევნია. ახლა კი გეტყვით რატომაც მგონია, რომ დროგბა საუკეთესოა: შეიძლება ტეხნიკის მხრივ ტორესი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე დიდიე, მაგრამ სამაგიეროდ კოტ დივუარელს ლიდერის თვისებები აქვს, რაც მას თავის პოზიციაზე უძლიერეს ხდის.ტორესს არ აქვს ქარიზმა. დიდიე სწორედ ამიტომ სჯობია ტორესსა და სხვა თავდამსხმელებს." - განუცხადებია კარლო ანჩელოტის ბრიტანულ გამოცემასთან საუბრისას.
|